გაიხსნა ხურჩის საბავშვო ბაღი


იაპონიის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სოფელ ხურჩის საბავშვო ბაღი. კონფლიქტის პირა სოფლის საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურული პროექტი იაპონიის საელჩოს ასოციაცია „გაენათმა“ მიაწოდა. 
ცერემონიალს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, მრჩეველი ჰიროკი ტოგუნაგა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მოადგილე გიზო სართანია და მხარის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ. განახლებული საბავშვო ბაღი 22 აღსაზრდელისთვის ფუნქციონირებს, თუმცა რეაბილიტაციის შემდგომ სკოლამდელ დაწესებულებას 80–მდე აღსაზრდელის მიღება შეეძლება. 
ხურჩის საბავშვო ბაღში კონფლიქტის ზონის აღსაზრდელებიც ირიცხებიან. როგორც „გაენათის“–ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იაპონიის საელჩო სოფელ ხეცერის საბავშვო ბაღის აღდგენით დაინტერესდა და რეაბილიტაციისთვის საპროექტო წინადადებაზე მუშაობა ახლო მომავალში დაიწყება


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!