გაიხსნა ხანდაზმულთა დღის ცენტრი


  • რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა “თანაზიარმა”, ახალი პროექტი “უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა” დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დღეს, ლაღიძის ქუჩაზე, სოციალური საცხოვრისის შენობაში, ხანდაზმულთა დღის ცენტრი გაიხსნა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მათთვის და ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “მსგავსი პროექტი სამეგრელოს რეგიონში არ განხორციელებულა და დღეს ცენტრი პირველად გაიხსნა. ეს არის ახალი საქმე და დიდი გამოწვევა “თანაზიარისთვის”. უნდა ვიმუშავოთ იმ ადამიანებთან, რომლებთაც აქვთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩვენი ბენეფიციარებითვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ აქ კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი”.

ხათუნა ბეჭვაიას თქმით, პროექტის განმავლობაში, ბენეფიციარებისთვის  ძალიან ბევრი აქტივობებია დაგეგმილი.  მისივე ინფორმაციით, დასაწყისისთვის ბენეფიციარების რადენობა არის ოცდახუთი, მაგრამ შეიძლება ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდოს.

პროექტის მხარდამჭერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

შეხვედრაზე, იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო სხულუხია. ის შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა. “ხანდაზმულობა ის პერიოდია ასაკის, რომელიც ჩვენთვის სანატრელია. ქართველებს გვაქვს ასეთი ლოცვა-ტკბილი სიბერე ჰქონოდესო, ტკბილი სიბერე სხვა არაფერია თუ არა-ზრუნვა. ზრუნვა ევალება, როგორც ოჯახის წევრებს, ასევე სახელმწიფოს, მათ შორის, თითმმართველობას. ვფიქრობთ, რომ პროექტს ექნება გაგრძელება. თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს ხანდაზმულებების თემაზე. ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები. ვფიქრობთ, ერთობრივად საზოგადოების  ყველა სექტორის ჩართულობით ჩვენ გვექნება ის შედეგი, რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას და ხანდაზმულ ბენეფიციარებს”.

ბენეფიციარებმა ჟურნალისტებთან განმარტეს, რომ მათ მოსწონთ აქაურობა და ყოველდღე ივლიან.

ხანდაზმულთა ცენტრი ყოველ დღე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს

პროექტი გაგრძელდება ერთი წელი. პროექტის ღირებულება 36 ათასი ლარია.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!