გაიხსნა “საარჩევნო მედია ცენტრები”


დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში,  ერთდროულად, გაიხსნა “საარჩევნო მედია ცენტრები”, მათ შორის ზუგდიდშიც. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ეკა მინჯორაია ესაუბრა პოლიტიკური პარტიების წევრებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენელებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე და პროექტის შესახებ.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა  აშშ საერთაშორისო  განვითარების სააგენტოს კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის დაგლას ბოლის ვიდეო მიმართვა, სადაც ის მოუწოდებს ჟურნალისტებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და საარჩევნო სუბიექტებს,  აქტიურად ითანამშრომლონ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის ეკა მინჯორაიას განცხადებით: „დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრები თავისი მედია ცენტრებით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში,  2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დემოკრატიული განვითარების პროცესების ხელშეწყობის საქმეში. ეს არის ადგილი ნეიტრალური და ღია ადგილი ჟურნალისტებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, საარჩევნო სუბიექტებისთვის, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის, მოქალაქეებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, ხელისუფლებისთვის. მედია ცენტრში შეუძლია ყველას მოვიდეს, მოისმინოს საარჩევნო პროგრამები პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტებისგან, გააკეთოს ანალიზი და შემდეგ უკვე გააკეთოს სწორი, ინფორმირებული არჩევანი.“

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!