გაიმართა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ვებგვერდის პრეზენტაცია

  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ვებგვერდის პრეზენტაცია, გაიმართა.

ვებგვერდი მრავალფუნქციურია და სკოლამდელების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას მოიცავს. ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია.

ვებგვერდის პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის წარმომადგენლები და საბავშვო ბაღების გამგეები ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და გორის შემდეგ ზუგდიდი ერთ-ერთია, სადაც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ვებგვერდი აქვს და სკოლამდელების ელექტრონული რეგისტრაციაა შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.