გაიმართა საჯარო განხილვა 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით


  • დღეს, ზუგდიდში, ყოფილი სახანძროს სამსახურის შენობის ტერიტორიაზე, 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის გაიმართა.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოქალქეების მიერ მშენებებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს და აუდიტორიას განუმარტეს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვა, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით გაიცა, სამშენებლო კომპანიას ჰქონდა დაცული ყველა სტანდარტი, გეოლოგია, ექსპერტიზა, არქიტექტურული პროექტი, სახანძრო უსაფრთხობის ნორმები, ობიექტი შეთანხმებულ იქნა სიტუაციის მართვის სააგენტოსთან. წარმოდგენილი პროექტი სრულად აკმაყოფილებდა სამშნებელო ნებართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შესაბამისად, მერიას მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნდა.

მერიის წარმომადგენლებმა აუდიტორიას სამშნებელო კორპუსის ესკიზიც წარუდგინეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები, მომავალში საკითხის განხილვის პროცესში მშენებელი კომპანიის დასწრების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!