- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრმა ( ხელმძღვანელი: მერაბ კაკალია) ნოდარ წულეისკირის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, მონოსპექტაკლის “სისატურა” პრემიერა გამართა.
სპექტაკლი ნორჩ მსახიობ ქეთა მაქაცარიას შესრულებით ჩატარდა, რომელმაც სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგო და დედაშვილობისა და ტრადიციები თემა კიდევ ერთხელ ღრმად და თვალსაჩინოდ წარმოაჩინა.