- “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა, შავი ზღვის ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლში გეგმიური ინსპექტირება განახორციელეს.
უწყების ცნობით, მათ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებას ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა.
“ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს მოუწოდეს თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი,ნიადაგი,მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითეს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.
მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ”.-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.