გაზრდილი საპენსიო დანამატი ვეტერანებს


მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ ზუგდიდში, პენსიაზე დანამატის სახით 100 ლარის ნაცვლად ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკრებულომ მიიღო. მან დააკმაყოფილა მერიის მოთხოვნა, ვეტერანთა ოჯახების ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ. საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ქალაქში სულ მეორე მსოფლიო ომის შვიდი ვეტერანია. „მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად მერიის ინიციატივით მათ საპენსიო დანამატად ერიცხებოდათ 50 ლარი, შარშან ქალაქ ზუგდიდის მერია შემოვიდა ინიციატივით, რომ ეს თანხა გაზრდილიყო  100 ლარამდე, ახლა ითხოვს რომ ეს დანამატი განისაზღვროს 150 ლარით. ასე, რომ ქალაქის ბიუჯეტში ცვლილება შედის სწორედ ამ მუხლში“, – განაცხადა კახაბერ ფარცვანიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.