გავცვალოთ მწვანე ფერები ამ მოწოდებით ჩატარდა გარემოსდაცვითი შეხვედრა-ტრენინგი საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში. შეხვედრას ზუგდიდის #5, ახალკახათის, აფხაზეთის #1 საჯარო და პრინც მიურატის სახელობის კოლეჯის აღსაზრდელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა-ტრენინგზე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელმა, მაია კოდუამ მონაწილეებს გარემოსდაცვით საკითხებზე, პროექტებსა და კონკურსებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის ბოლოს ჩატარდა ეკოვიქტორინა და ოთხივე სკოლის წარმომადგენელს ქოთნის ყვავილები გადაეცა. “მონაწილეებს გადავეცით ყვავილები საქართველოს უნივერსიტეტის სახელითაც. მადლობის სიგელით დავაჯილდოვეთ ქალაქ ზუგდიდის #5 საჯარო სკოლა, რომლის კურსდამთვრებულთაგან, წელს, ხუთი სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა”-გვითხრა საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ.
საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ტოლერანტობის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.