- საომარი მდგომარეობის დაწყების შემდეგ, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში, ფილიპო გრანდი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ლტოლვილთა ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა, 140 000-ზე მეტი სლოვაკეთში, 190 000-ზე მეტი უნგრეთში, 80 000-ზე მეტი რუმინეთში, 80 000-ზე მეტი მოლდოვაში, 100 000-მდე რუსეთში, 500-მდე კი ბელარუსში.
ფილიპო გრანდის თქმით, უკრაინის კრიზისი არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.