- ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზას სექტორში კიდევ 52 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა, – საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მედიის ცნობით, გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის პრესსპიკერმა, იენს ლაერკემ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ავიაიერიშების და საარტილერიო დაბომბვების შედეგად, 132 შენობა განადგურდა, 316 შენობა კი დაზიანდა, მათ შორის ექვსი საავადმყოფო და ცხრა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი.
არსებული ინფორმაციით, 47 000-მდე დევნილმა დროებითი თავშესაფარი გაერო-ს 58 სკოლაში მიიღო.