- ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, კრიზისის მართვასა და მედეგობას, უსაფრთხოებასა და თავდაცვას, მიგრაციის გარე ასპექტებს და ბელარუსში არსებულ ვითარებას.
ევროპული საბჭო წარადგენს მითითებებს სტრატეგიული კომპასის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საერთო სტრატეგიული ხედვა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის.
ევროკავშირის საბჭო ასევე განიხილავს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მომზადებას, ბელარუსი- ევროკავშირის საზღვარზე არსებულ ვითარებას და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვარზე.