ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა


  • ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი მოწინააღმდეგე, რიში სუნაკი 20 000 ხმით დაამარცხა.

ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ჯამში კი 172 437 მოქალაქემ მისცა ხმა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო.

ის ხვალ ბალმორალში, შოტლანდიაში დედოფალთან შესახვედრად გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნება.

ლიზ ტრასის თქმით, მისთვის პატივია „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად არჩევა. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს. მან ასევე ახსენა ბორის ჯონსონიც.

„ჩემი მეგობარი, ბორის ჯონსონი. ბორის, თქვენ დაასრულეთ ბრექსითი. თქვენ გაანადგურეთ ჯერემი კორბინი, თქვენ შექმენით ვაქცინა და თქვენ წახვედით ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. თქვენ პატივს გცემენ კიევიდან კარლაილამდე. მეგობრებო და კოლეგებო, გმადლობთ ნდობისთვის, რომ გავუძღვები “კონსერვატიულ პარტიას”, უდიდეს პოლიტიკურ პარტიას დედამიწაზე“,-განაცხადა ლიზ ტრასმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!