- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ “ზუგდიდელებთან” საუბარში, აღნიშნა, რომ ბაღში საინფორმაციო დაფების განთავსება მიმდინარეობს, პარალელურად ხდება მცენარეთა აღრიცხვა, მარკირება და ნუმერაცია.
გამოჰყავთ ჩითილები და მუშავდება ნიადაგი.