- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბოტანიკური ბაღის ეზოში მოეწყო საშობაო გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება მუსიკალურად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეებმა გააფორმეს. კონცერტის დასასრულს თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა პატარებს საჩუქრები გადასცეს.




