- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 300-მდე ერთეული ბერძნული ბზა (Buxus sempervirens) დაირგო.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად გაშენებული ხეივანი წლის ნებისმიერ სეზონზე შეინარჩუნებს მკვეთრ მწვანე შეფერილობას და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ბაღის ლანდშაფტს სტუმრებისთვის.
