- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ორი დღით დაიკეტება. ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, რის გამოც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა შესვლა დროებით შეზღუდული იქნება. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ზემოაღნიშნულ ფაქტს და გაითვალისწინოთ თქვენს გეგმებში”.-ნათქვამია ინფორმაციაში.