ბოტანიკური ბაღის ლოგო შეარჩიეს


  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი დროებითი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 12 საუკეთესო ნამუშევარს შორის გამარჯვებული გამოავლინეს.

რჩეული ნამუშევრის ავტორი გახლავთ ცოტნე ბურდული.

ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესაქმნელად საკონკურსო პირობები მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 − 1 =

Akismet ანტისპამი