„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა


ააიპ ზუგდიდის “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” თანამშრომელთა ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია “ზუგდიდელებს” მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

მაგდალინა თოდუას ინფორმაციით, სამსახურიდან 19 თანამშრომელია გათავისუფლებული, დარჩა 8. „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლების ნაწილისთვის ხელშეკრულებების დამთავრებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ რიგ თანამშრომლებს დაუმთავრდათ ხელშეკრულებები, ამ ეტაპზე, მათთვის, ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ხოლო ექსპლატაციაში შესვლის შემდგომ საჭიროებისამებრ მოხდება ხელშეკრულებების განახლება”. -გვითხრეს მერიაში.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!