- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან და აცხადებს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ცოდნის მიღების მიზნით საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. არაფერს აქვს იმხელა ზეგავლენა მათი ცხოვრების შესაძლებლობებზე , რამხელაც სკოლაში დაბრუნებას,“- აღნიშნა ჯონსონმა.
ცნობისათვის, გუშინ ინგლისის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უიელსის მედიკოსებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლის ასაკის ბავშვებში კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათია. მედიკოსების განცხადებით, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ სკოლის გახსნა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას არ იწვევს.