ბიუჯეტი დამტკიცდა, დაპირისპირებაც…


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მას ერთხმად დაუჭირეს მხარი საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმაც,-როგორც ,,ნაციონალებმა”, ასევე ,,თავისუფალმა დემოკრატებმა”. ოპოზიციონერი დეპუტატები ასეთ ერთსულოვან მხარდაჭერას 2015 წლის ბიუჯეტისადმი იმით ხსნიან, რომ მათი წინადადებები და შენიშვნები იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტის მიღებაში. დეპუტატები თვლიან, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურ საკითხებზე. ბიუჯეტს მხარი დაუჭირა ,,ქართული ოცნების” კვოტით გასულმა და უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა კახა მიქაიამაც, რომლის მიზეზით დღეს საკრებულოს სხდომა ხმაურიანი დაპირისპირებების არენად იქცა.

,,ცნობისათვის:   დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატი კახა მიქაია საკრებულოს თავმჯდომარეს ლაშა გოგიას დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი მიქაიას განცხადება გახდა, სადაც ის გოგიას ნათესავებს მისი მეგობრის, ალექსანდრე (საშა) მოლაშხიას თავდასხმაში ადანაშაულებდა.  მიქაიამ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის გუნდს “ზონდერები” და “ნაციონალებიდან პორტირებული”  უწოდა. თავის მხრივ,  საკრებულოს თავმჯდომარემ კახა მიქაია ,,პროვოკატორად” მოიხსენია, ხოლო მის ბრალდებებს სიცრუე უწოდა. მოგვიანებით საზოგადოებას საკრებულოს ,,ქართული ოცნების” კვოტით გასული დეპუტატების სახელით იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისის თვმჯდომარემ მაიზერ ნანავამ მიმართა, სადაც ცალსახად დაფიქსირდა საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერა საკრებულოს თავმჯდომარისადმი.[embedyt]http://www.youtube.com/watch?v=BxOm55C_trY[/embedyt] [embedyt]http://www.youtube.com/watch?v=35D6ugXYWN0[/embedyt]


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.