- გრემი 2020 წლის გამარჯვებულები ცნობილია. 62-ე დაჯილდოების ფავორიტი ბილი აილიში გახდა. მან უმთავრეს ნომინაციებში მოიპოვა გამარჯვება. ის დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია, რომელმაც ოთხივე ძირითად ნომინაციაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მან კიდევ ერთი გრემი საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში დაიმსახურა.
ცერემონია, ზედიზედ მეორედ, ცნობილ მომღერალს, ალიშა ქისს მიჰყავდა. ის პირველი მუსიკოსი ქალი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოება მეორედ წაიყვანა.
ღონისძიებაზე პატივი მიაგეს ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის გარდაცვალებას.