ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს ახალი ხელძღვანელი ჰყავს-ბესიკ არახამია


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს-ბესიკ არახამია. ის მუშაობას ახალ თანამდებობაზე ოფიციალურად ხვალიდან, პირველი თებერვლიდან დაიწყებს.

ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მადონა მაქაცარიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ის ცენტრში დირექტორის მოადგილე იქნება.

ბესიკ არახამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მან თანამდებობა კერძო სექტორში გადასვლის მიზეზით 2019 წლის თებერვალში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.