ბიბლიოთეკაში ილია ჭანტურიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


  • ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ილია ჭანტურიას 2022 წლის პრემია „საბას“ ფინალისტი რომანის – „გემი დავლანდე“ წარდგენა გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, წიგნში მოვლენები 1905 წელს ვითარდება, როდესაც რევოლუციის ტალღა მთელ რუსეთის იმპერიას ედება და მათ შორის საქართველოსაც.

წიგნში ჩანს ის ბობოქარი დროება, როდესაც რიგითი ადამიანები იაზრებენ, რომ არსებულ გაბატონებულ წესრიგს შესაძლებელია სხვა ალტერნატივაც ჰქონდეს, ეს არის ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი, ცვლილებების წლები, რომლებიც არა მხოლოდ პოლტიკურ ველზე, არამედ ადამიანების გონებაშიც იკავებს ადგილს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.