ბიბლიოთეკაში ახალი პროექტი – გავუხანგრძლივოთ წიგნებს სიცოცხლე დაიწყო


  • ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალი პროექტი – გავუხანგრძლივოთ წიგნებს სიცოცხლე დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მოხდება დაზიანებული წიგნების რესტავრაციის სწავლება და წიგნების განახლების პროცესში მონაწილეობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, წიგნების რესტავრაციის მასტერკლასი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას თავად გაუკეთონ სკოლისა თუ საოჯახო ბიბლიოთეკის წიგნებს რესტავრაცია.

წიგნების რესტავრაცია არა მხოლოდ ძველი გამოცემების გადარჩენას ემსახურება, არამედ მომავალ თაობებს აძლევს შესაძლებლობას, შეეხონ წიგნის ისტორიას და შეინარჩუნონ კულტურული მემკვიდრეობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!