ბესიკ ჭეჟია: “ენმ”-მ იცის, რომ არღვევს კანონს, აფერხებს საკრებულოს მუშაობას…


  • ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეთა შეყვანას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია.

ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იცის, რომ აფერხებს სამუშაო გარემოს, ხელს უშლის საკრებულოს ფუნქციონირებას, არღვევს კანონს, თუმცა ამას განგებ აკეთებს, რადგან სურს ხმაურის ატეხვა.

„მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, მომდევნო წლის ბიუჯეტი განსახილველად შეიტანოს საკრებულოში. რაც შეასრულა კიდეც მერიამ. ამის შემდეგ საკრებულოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ამ ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, განიხილონ კომისიებსა ფრაქციებში და შენიშვნებით, უკან, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა მიუბრუნოს მერიას განსახილველად. ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. არაფერი განსაკუთრებული დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ხდება“.

“როგორც კი შემოვიდა ბიუჯეტი, ბიუჯეტის განხილვის ვადებსა და ა. შ. წყვეტს მუნიციპალიტეტის ბიურო. ბიუროს შემადგენლობაში შედიან როგორც სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელები, ასევე ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელები… ბიუროზე იქნა განხილული და დადგენილი ვადები როდის განეხილათ კომისიურად საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი და როდის ფრაქციებს და როდის მოგვეწყო საჯარო განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის პროექტი განხილულ იქნა ამ გრაფიკის შესაბამისად კომისიებში. ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციის და ჩვენი დეპუტატები. გაოცებული ვარ მათი ქმედებით, ოპოზიციის დეპუტატები თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად, აქტიურად იყვნენ ჩართული კომისიურ განხილვებში“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!