ბენდი “ზუგდიდი” ვარნელების რჩეულია


ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბენდმა ,,ზუგდიდი“ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში, საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა. ფესტივალში 13 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ზუგდიდელ შემსრულებლებს ასევე გადაეცა სპეციალური პრიზი ,,ჟიურის რჩეული“. 
ბენდის წევრებსა და ხელმძღვანელებს დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ.  მათ ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცეს.  ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ კი ბენდის წევრებს სპეციალური სიგელები გადასცა. ახალგაზრდა მომღერლებმა იქვე შეასრულეს რამდენიმე სიმღერა. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის თვითმმართველობამ ბენდის ორი წევრის ვარნაში გამგზავრება დააფინანსა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.