ბელგიის კლინიკაში ადამიანის ნაცვლად რობოტი დასაქმდა


  • რობოტმა სახელად Cruzr Health-მა ბელგიის კლინიკაში შეცვალა ადამიანი, რომელიც შესასვლელში დამონტაჟებულ სითბურ კამერებს აკვირდებოდა. ამის შესახებ euronews წერს.

გამოცემის ცნობით კლინიკა მუშახელზე თანხას ზოგავს. რობოტის დაქირავება თვეში 1000 ევრო ღირს. Cruzr Health-ი 34 ენაზე ლაპარაკობს. ის სითბური კამერების მეშვეობით არკვევს აქვთ თუ არა კლინიკაში შემოსულ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა.

კომპანია Zorabots-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ რობოტი საიმედოა და კარგად ასრულებს თავის ფუნქციას.

ამ დროისათვის რობოტი Cruzr Health-ი მხოლოდ ბელგიის მხოლოდ ერთ კლინიკაში მუშაობს. თუმცა მათი გამოყენება კორონავირუსთან საბრძოლველად შესაძლოა სხვა კლინიკებშიც დაინერგოს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 − one =

Akismet ანტისპამი