ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 2 აგვისტოდან დაიწყება


  • საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია აღნიშნავს, რომ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში არსებული საბავშვო ბაღები ახალი აღსაზრდელების მოლოდინში არიან: “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი მზად არის, ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების ახალი კონტინგენტის დასარეგისტრირებლად. რეგისტრაციაზე მოსულ მშობლებს, პანდემიის წესების დაცვით მოვემსახურებით. მოქალაქეები რეგისტრაციამდე გაივლიან თერმოსკრინინგს”.

რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

2. ჯანმრთელობის ცნობა-ფორმა 100;

3. ბავშვის ფოტოსურათი – 2 ცალი ( ზომა 3X4 ბიომეტრიული);

4. მშობლების პირადობის მოწმობა;

5. სოციალურად დაუცველის სტატუსის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ამონაწერი;

6. დევნილის სტატუსის არსებობის შემთხვევაში, დევნილის სტატუსის ქსერო ასლი.

რეგისტრაცია 2 აგვისტოსს დაიწყება. მსურველებმა უნდა მიმართოთ სსდმ ცენტრს მისამართზე: ქ.ზუგდიდი, რუსთველის ქ № 87 4-ე სართული, ოთახი № 10 საკონტაქტო პირი: ინგა შონია ტელ: 591 93 01 38


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!