ბაღები, სავარაუდოდ, 16 სექტემბერს განაახლებენ მუშაობას


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ააიპ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის” დაქვემდებარებაში მყოფ სოფლის 15 საბავშვო ბაღში ოთახების, სველი წერტილის, სახურავისა და სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებების შეძენა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ააიპ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის” დირექტორი ხათუნა თოლორაია: ” ჩვენი მიზანი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო გარემოს შექმნა და სააღმზრდელო პროცესების დაუბრკოლებლად წარმართვაა. მიმდინარეობს მეორე საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც ოქტომბერში დასრულდება.
ახალ სასწავლო წელს, საბავშვო ბაღებში, ჩვენი აღსაზრდელების სააღმზრდელო გარემო გაცილებით აქტიური და შემოქმედებითი გახდება, რაც პატარების განვითარებას შეუწყობს ხელს. საბავშვო ბაღებისათვის შეძენილ და გადაცემულ იქნა, სხვადასხვა დასახელების საბავშვო სათამაშოები. პირველ ეტაპზე 30 საბავშვო ბაღს გადაეცა, მეორე ეტაპზე იანვრის თვისთვის არის დაგეგმილი.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი განაგრძობს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკურ გაძლიერებას. ამ მიზნით შეძენილ და საბავშვო ბაღებისათვის გადაცემულ იქნა სხვადასხვა დანიშნულების საკანცელარიო მასალა და პირადი ჰიგიენისათვის საჭირო 15 დასახელების ნივთი. აღნიშნული ინვენტარი ცენტრის 62 საბავშვო ბაღს გადაეცა. “.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!