- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კურიკულუმის 66 საათიანი ტრენინგ მოდული გაიარეს.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ბაღის გამგეების ტესტირების პროცესს დღეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია ესწრებოდა.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ მადლობა გადაუხადა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებს ტრენინგების ეფექტური განხორციელებისათვის და საბავშვო ბაღების გამგეებს წარმატებები უსურვა.