ბაზარი “კაზანტიპის რესპუბლიკისათვის”


 მალე, ანაკლიის ცენტრში, მუნიციპალური ბაზარი გაიხსნება, რომელიც 130-170 მოვაჭრეზე იქნება გათვლილი. ბაზარში ადგილობრივების პროდუქცია გაიყიდება. ბაზარი იქნება თანამედროვე ტიპის, მსუბუქი კონსტრუქციის,კეთილმოწყობილი შენობა. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ბაზარი მოემსახურება მუსიკის ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს და არა მარტო მათ. “კაზანტიპის” ფესტივალი ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.