ბავშვი და კომპიუტერი


მშობლებმა მკაცრად უნდა აკონტროლონ კომპიუტერთან გატარებული დრო.

მუშაობისას, თამაშისას, მულტფილმის ყურებისას მონიტორთან ჯდომის ხანგრძლივობა 6 წლამდე ასაკში არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, 8-10 წლის ასაკში – ერთ საათს, 11 წლიდან – საათ-ნახევარს. სასურველია, ბავშვმა 15 წუთში ერთხელ აქტიურად დაისვენოს. ასწავლეთ მარტივი ვარჯიშები, მაგალითად, ჩაბუქვნა, კორპუსის ტრიალი, წინ დახრა, უკან და აქეთ-იქით გადახრა, კისრის ტრიალი, ხელების ტრიალი მაჯის, იდაყვის, მხრის სახსარში, მუშტის შეკვრა-გაშლა და სხვა.

საჭიროა თვალების ვარჯიშიც. თვალებისთვის მრავალნაირი ვარჯიში არსებობს, მაგრამ პრინციპი ერთი აქვთ – აამუაშონ თვალის მამოძრავებელი და აკომოდაციური კუნთები. მაგალითად, შეიძლება, ბავშვს ასეთი ვარჯიში შესთავაზოთ:

* 1-4 თვლაზე თვლები მაგრად დახუჭოს, შემდეგ გაახილოს, მოადუნოს თვალის კუნთები და 1-6 თვლაზე შორს გაიხედოს.

* 1-4 თვლაზე შეხედოს ცხვირის ფუძეს, შემდეგ 1-6 თვლაზე კვლავ შორს გაიხედოს.

* თავის მიუბრუნებლად გაიხედოს მარჯვნივ და 1-4 თვლაზე შეაჩეროს მხედველობა, შემდეგ 1-6 თვლაზე გაიხედოს შორს. იგივე გაიმეოროს მარცხენა მხარესაც.

* 1-6 თვლაზე მზერა სწრაფად გადაიტანოს დიაგონალურად მარჯვნივ და ზევით, შემდეგ – მარცხნივ და ქვევით. იგივე გაამეოროს მეორე დიაგონალზე.

თითოეული ვარჯიში ბავშვს 4-5-ჯერ გაამეორებინეთ.

ბავშვი კომპიუტერთან მოხერხებულად უნდა იჯდეს. მაგიდა და სკამი მის ასაკსა და სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს, რათა ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემები ზედმეტად არ გადაიტვირთოს. სასურველია, ჰქონდეს ფეხების დასადგმელიც, რაც მუხლის სახსრის მოხრის კუთხეს დაარეგულირებს. სამუშაო ოთახს უნდა ანათებდეს როგორც ბუნებრივი სინათლე, ასევე ნათურაც. ოთახი ხშირად უნდა განიავდეს და დამუშავდეს სველი წესით.

წყარო: ინტერნეტინფორმაციები


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!