- 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სხვადასხვა გასართობი პროგრამით წარსდგა.
ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარეობდა სახის მოხატვა, არტ – შემოქმედებითი გამოფენა, სამაგიდო თამაშები და მუსიკალური ნომრები.
15:00 საათზე, კი ზუგდიდის ბოტანკურმა ბაღმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, თექის სახელოსნო „იალაღი“-ს მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი. წარმოადგენილი იყო ტექნო-პარკის ინოვაციები.
დღევანდელ ღონისძიებას, შეუერთდა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი.
მუზეუმის წარმომადგენლებმა პატარებს შემეცნებითი აქტივობები შესთავაზეს, რომლებიც მიზნად ისახავდა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და სასიამოვნო გარემოში ცოდნის მიღებას.
