ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება“ დევნილ ბავშვებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. დღევანდელ ღონისძიებას ბავშვები, ანიმაციური ფილმების გმირებთან ერთად ცეკვავდნენ და ლექსებს ხმამაღლა კითხულობდნენ.
თვალშისაცემი იყო ღონისძიებების მიმდინარეობისას ფეხბურთის სტადიონზე გაკრული ბანერი შემდეგი წარწერით: “98 ბავშვი საბავშვო ბაღის მოლოდინში![embedyt] http://www.youtube.com/watch?v=21-px93xP_w[/embedyt]
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა ჯინჯოლიამ ჟურნალისტებს თავისი სურვილი გაანდო: “დღეს ვიმყოფებით დევნილთა ჩასახლებაში, მაგრამ მომავალში დღევანდელი დღე აღგვენიშნოს აფხაზეთში“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3ohGQQZZ3Uk[/embedyt]