ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი დაიკითხა


  • დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, ავთანდილ გალდავა სხვა მოწმეებთან ერთად, დაიკითხა.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − 3 =

Akismet ანტისპამი