- დღეს, 23 სექტემბერს, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ.
ინფორმაციისთვის: 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ”მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ავიალაინერში მყოფთაგან, მხოლოდ 24 მგზავრი გადარჩა, 108 კი _ დაიღუპა.
ცხედრები აეროპორტთან ახლოს, საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.