ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

“თბილისში 28 დეკემბერს წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე ზოგან დროგამოშვებით მოთოვს, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × five =

Akismet ანტისპამი