“ახალი სახეები”


დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, ზუგდიდელები თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციაზე მოიწვია. ეს გახლავთ პროექტი “ახალი სახეები,” რომელიც შარშან, მთელი სასწავლო  წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა, არაერთი ნიჭიერი  ავტორი აღმოაჩინა და დასრულდა ახალგაზრდა შემოქმედთა კრებულის ,,ახალი სახეების” გამოცემით. გამოცემა დააფინანსა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. როგორც ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა ნინელი ჭითანავამ აცნობა მოწვეულ სტუმრებს,  “ახალი სახეების” გამოცემა კვლავ გაგრძელდება ახალი ავტორების მონაწილეობით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.