“ახალი სახეები” სიყვარულზე


ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, დღეს, თავის ტრადიციულ “ახალი სახეების” მორიგ შეხვედრაზე ონარიის საშუალო სკოლის მეცხრეკლასელი გიორგი წურწუმია მოიწვია.
გიორგის შემოქმედებაში უკვე 60-მდე ლექსია და უმრავლესობა სიყვარულის თემაზე. როგორც შეხვედრაზე გაცხადდა, გიორგის ლექსებს კონკრეტული ადრესატიც ჰყავს,-შეყვარებული გოგონა.  “ახალი სახეების” მომავალ შეხვედრას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე 23 დეკემბრისათვის აანონსებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.