დღეს, ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გაიმართა ბავშვთა ორგანიზაცია “ოდაბადესა და ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელი” ერთობლივი პროექტის, “ახალი სახეების” მორიგი შეხვედრა. ახალგაზრდა ჟურნალისტების წინაშე, თავისი შემოქმედებით–ლექსებით წარსდგა ოდიშის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე თამარ ხვიტია.
საზოგადოებისათვის თავისი ძალიან საინტერესო შემოქმედების წაკითხვის შემდეგ, თამარმა დაუკრა ვიოლინოზე და შეკრებილ საზოგადოებას მოასმენინა კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=aOA4E2hWAwE[/embedyt]
“ზუგდიდელებთან” საუბარში ახალგაზრდა შემოქმედმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მნიშვენელოვანი იყო მისთვის, რადგან სწორედ დღეს დარწმუნდა ის, რომ მის ლექსებს ჰყავს მსემენელი, რომელიც ფიქრდება მის შემოქმედებაზე და სასიამოვნოა, რომ ისინი მისი თანატოლები არიან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=HBLC8RotqP0[/embedyt]