ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი სკოლამდელ ცენტრში ბაღების გამგეებთან შეხვედრით დაიწყო


  • საინფორმაციო-საკოორდინაციო შეხვედრაზე სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ, ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების გამგეებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა, აღსაზრდელთა მიღების მზაობასთან დაკავშირებული საკითხები.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენლებმა მეთოდური, ჯანდაცვა-უსაფრთხოებისა და სამართლებრივი მიმართულებით გასცეს საჭირო რეკომენდაციები.

ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “ჩვენმა ცენტრმა ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყების წინ მნიშვნელოვანი სამუშაოები გაწია. ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ბაღების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენ აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო დავახვედროთ და ხარისხიანი სასწავლო-სააღმზრდელო გარემო შევუქმნათ. სიხარულით ველით 18 სექტემბერს ბაღების აღსაზრდელებს”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.