“ახალი “სარკმელი”- მედიამეკვლე


ზუგდიდს, დღეს, ,,კუჩხას”,  სასიამოვნო მედიამეკვლე ჰყავს მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბის მიერ გამოცემული ფერადი  ჟურნალის ,,ახალი ,,სარკმელის” სახით. არტგალერეაში, ჟურნალის პრეზენტაციაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ვიდრე ახალ ჟურნალს გაეცნობოდნენ, გაიხსენეს ჟურნალისტთა კლუბის ათწლიანი მოღვაწეობა, რომელიც გაზეთ ,,სარკმელს” გამოსცემდა  10 წლის განმავლობაში და შემდგომი 10 წელი კი, ფინანსების არქონის გამო დახურული იყო.

ახალგაზრდა ჟურნალისტების კლუბის აღდგენა, გასულ წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მოხდა, მიმდინარე წელს კი. როგორც სასახლის დირექტორმა ნინელი ჭითანავამ განაცხადა პრეზენტაციაზე, ზუგდიდის მერიის მიერ სასახლისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში უკვე გაწერილია ფერადი ჟურნალის ,,ახალი სარკმელის” ოთხი ნომრის გამოცემა.

http://www.youtube.com/watch?v=Cz_al3BlbhI

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!