“ახალი “სარკმელის” ახალი ნომერი


გამოვიდა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბის ჟურნალის  ,,ახალი ,,სარკმელის” მორიგი ნომერი. ჟურნალში ძირითადად, განთავსებულია კლუბის წევრების, ანუ ახალგაზრდა ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები, მათი შემოქმედება. ედითორეალი, სარედაქტორო, რომელიც ,,სადღეგრძელოს” სახელწოდებითაა ჟურნალში წარმოდგენილი, გირჩევთ, გადაშალოთ მისი ფურცლები და დაათვალიეროთ ახალგაზრდების ,,სარკმელური” ცხოვრების ფერადი დღეები, გაიზიაროთ მათი სიხარულით თუ ტკივილით სავსე ფიქრები.

ჟურნალში  დაბეჭდილია საინტერესო მასალები, მათ შორის მედიაკვლევა. მკითხველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დღეები – 2015″ – ის ფოტოგალერეაც.

,,ახალი ,,სარკმელი” აცხადებს რამდენიმე კონკურსს.

ჟურნალი ფერადია, 36 გვერდიანი, შესრულებულია მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე.

ჟურნალის გამომცემელია ა.ა.ი.პ. ,,ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.