ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის


დღეს, ზუგდიდში მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცნო. მინისტრის განმარტებით, დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, ამიტომ რაც შეიმუშავეს პრობლემის დაძლევისკენ იქნება მიმართული. ბახატაძის თქმით, ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120, 000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. „ეს არის მართლაც უპრეცენდენტო მოვლენა მსოფლიოს ეკონომიკის ისტორიაში საგადასახადო თავლსაზრისით, ხუთჯერ მცირდება გადასახადი, მაშინ როდესაც ხუთჯერ იზრდება ზღვარი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. სამეგრელოს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი იმისათვის, რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმა ძალიან კარგად გამოვიყენოთ“. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვან პროგრეს ხედავენ ტურიზმის თვალსაზრისით. „სამეგრელოში ხორციელდება ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით. იმედი მაქვს, მცირე და საშუალო ბიზნესი, შესძლებს თავისი პოტენციალის რეალიზაცია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=q4UNF0aTKcU[/embedyt]

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტ მიხეილ ჭელიძის განმარტებით, გადასახადის ხუთჯერ შემცირება ნიშნავს, რომ მეწარმეები ძლიერები და კონკურენტუნარიანები გახდებიან.

შეხვედრამ კითხვა- პასუხის რეჟიმში ჩაიარა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!