ზუგდიდის მერიის ინიციატივით “ახალგაზრდობის დღესთან” დაკავშირებით ქალაქში ღონისძიებები ჩატარდა. დილიდან სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა, მერიის არქიტექტურის სამსახურის პრაქტიკანტმა სტუდენტებმა, ახალგაზრდა მოხალისეებმა ქალაქის ცენტრში, ანდრია დადიანის სკვერის სამშენებლო ღობე მოხატეს. მოგვიანებით, ცენტრალურ ბულვარში, ჭადრაკისა და ნარდის მოყვარულთათვის ტურნირი გაიმართა.