- დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, მესამე მოსმენით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს სკანდირებით, “საქართველო! არა რუსეთს! აფხაზეთი საქართველოა”.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღე შეიკრიბებიან იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.
ინფორმაციისთვის: პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.