- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის “ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან 36 წლამდე სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
შეხვედრას განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი ნინო გვაგვალია და საკრებულოს წევრი სანდრო სორდია უძღვებოდნენ.
პროექტი “ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში” ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.