ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი კოსტავას, ლესელიძისა და თბილისის ქუჩებზე გზის საფარის განახლებასთან ერთად სანიაღვრე არხებისა და მისასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალაბასთუმანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 883 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა გაეცნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen + sixteen =

Akismet ანტისპამი