- უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარაში ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
“ხვალ, 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ, დაწესდება შეზღუდვა, ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება. 22:00 საათიდან ხვალ რესტორნები იკეტება აჭარაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში რესტორნები მუშაობს. ხვალიდან, 22:00 საათიდან მთლიანად არ იკეტება, დღის განმავლობაში მუშაობს. ვადასთან დაკავშირებით შემდეგ მოგახსენებთ”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.